среда, 18 ноября 2009 г.

სათავეებთან

პროექტის სახელი:სათავეებთან.

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მსოფლიო ხალხთა რწმენა-წარმოდგენების, მითების მოძიება და თავმოყრა.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან პირველყოფილი თემური და ადრინდელი საზოგადოებისათვის დამხასიათებელ წარმოდგენებს სამყაროს შექმნაზე, ეცნობიან უძველეს ხალხთა მსოფლმხედველობას. მითების დახმარებით მოსწავლეები იკვლევენ მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების წარმოქმნის ისტორიას, სხვადასხვა ქვეყნების ხალხთა ყოფა-ცხოვრებას, ადათ-წესებს. ეცნობიან მითოლოგიურ სიუჟეტებზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს.

მოსწავლეთა ასაკი: IX კლასი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ დამხმარე ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან მასალებს. დაამუშავებენ სხვადასხვა ჯგუფებში.ეცნობიან ხელოვანთა ბიოგრაფიებს,შეისწავლიან ამ თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

მოსალოდნელი შედეგების პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება მსოფლიო ხალხთა მითების გვერდი.გაკეთდება გალერეა, გაიმართება პრეზენტაცია.

სასარგებლო სხვებისთვის: მოძიებული მასალა დაეხმარება მოსწავლეებს გაიღრმაონ ცოდნა ისტორიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაშI. თავმოყრილი მასალა ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეთა ფართო წრისათვის და საშუალებას მისცემს მათ გამოიყენონ ეს მასალა სასწავლო მიზნებისათვის.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ლიტერტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ისტ. მასწავლებლები.

ლიტერატურა- მოსწვლეები ეცნობიან მითოსზე შექმნილ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს.

ხელოვნება- მოსწავლეები ეცნობიან მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას.

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება- ინტერნეტში მასლის მოძიება,ფოტოების ატვირთვა, პრეზენტაციის მომზადება.

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნონა კპანაძე

პროექტის ფსილიტატორის ელ.ფოსტა: nona.kapanadze@gmail.com