გაკვეთილის გეგმები

  
თორნიკე ერისთავი

გაკვეთილის თემა
თორნიკე ერისთავი" პირველი კარი (I - III)
სწავლების საფეხური
II   საფეხური IX  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
          14 მოსწავლე
     არ არის განსაკუთრებული მიდგომის მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
     შეძლომსჯელობა ისტორიულ     პოემაზე.გამოიტანონ დასკვნა ტექსტის მონაკვეთის საფუძველზე. დაახასიათონ პერსონაჟები მისი გარეგნული ნიშნისა და ქცევის მიხედვით.გამოხატო საკუთარი დამოკიდებულება.

 მასწავლებლის სახელი და გვარი
     ქართული ენა და ლიტერატურა 
         ნონა კაპანაძ
 მისაღწევი შედეგი.
ქართ . IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ . IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება  საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
თანმიმდევრობა
 აქტივობა 1 : გონებრივი იერიშით გამოვიკითხავ, თუ რა იციან –X და XIX საუკუნის საქართველოსა შსახებ.
 ვუჩვენებ X საუკუნის საქართველოს რუკას  და ათონის მთის ფოტოებს.
აქტივობა 2. კითხვა-პასუხი
1. რას გვიყვება პოემის შესავალი ქართველი გმირების შესახებ?
2. პოეტის როგორი განწყობაა გადმოცემული პოემის შესავალში? (მოიყვანეთ შესაბამისი ადგილი ტექსტიდან)
3. შესავალი ნაწილის მიხედვით საქართველოს ისტორიისათვის რომელი ეპოქა იყო უფრო წარმატებული: ის, რომელსაც ეძღვნება პოემა, თუ ის, რომელშიც ეს ნაწარმოები დაიწერა?
4. რა მიაჩნია აკაკის საქართველოს ძლიერების ორ უმთავრეს მიზეზად? ამ თვალსაზრისით რა მდგომარეობა იყო აკაკის თანადროულ საქართველოში?
   აქტივობა 3: კლას  გავაცნობ სქემას:
ვიცი, მინდა ვიცოდე, რა ვისწავლედა შევავსებინებ I და II გრაფას.
    აქტივობა 4: ტექსტზე მუშაობა.
  ტექსტის პაუზებით კითხვა. სტროფების პერიფრაზირება. შეფასება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. შინაარსის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.
   აქტივობა 5 :განმტკიცება.
  • რომელი დეტალი მიგვანიშნებს იმაზე, თუ სად და რომელ ეპოქაში ხდება პოემაში აღწერილი ამბავი.
  • რა იყო იმ დროისთვის ქართველებისთვის "მადლი ზენა?"
  • რა მოხდა სასახლეში გამართულ ლხინზე,რომელიც ამბის შემდგომ გაგრძელებას მოითხოვს?
  • რას შეიძლება შევადაროთ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში მეფის დარბაზის კრება?
  • მეფე თვლის რომ თორნიკემ სახალხოდ უნდა იმართლოს თავი.როგორ ხსნის ამ გადაწყვეტილებას?
  • რა ბრალდება წაუყენა მეფემ თორნიკეს?
  • რა მოლოდინს გვიქმნის თორნიკეს გარეგნობის აღწერა?
ენობრივ მასალაზე დაკვირვება.
     რა ეწოდება ჟღერადობით მსგავს და მნიშვნელობით განსხვავებულ სიტყვებს
    მოძებნეთ ხუმარასა და ორბელიძის ზმებში ომონიმები და განმარტეთ  მათი სხვადასხვა მნიშვნელობა.
     განმარტეთ რას ნიშნავს ხატოვანი გამონათქვამი "წარბის შეხრა" და მოუძებნეთ სინონიმები.
წყვილებში განმარტეთ შემდეგი გამონათქვამები: "წარბის შეკვრა", "წარბის გახსნა", წარბის აწევა".
   შეჯამება
 შევაფასებ  მოსწავლეთა პასუხებ და მათი დახმარებით შევასებინებ   სქემას “ ვიცი,მინდა ვიცოდე,    ვისწავლეს მე-3 გრაფას.
  საშინაო დავალება: თორნიკე ერისათავის დახასიათება  I  კარის მიხედით.
შეფასება
შეფასების რუბრიკ
რესურსები
წიგნი, რვეული ,ცარცი, , დაფა. რუკა.




.ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები’’– როცა კონკრეტული პერსონაჟის სახელი ზოგადი მოვლენის სახელწოდებად იქცევა
გაკვეთილის მთავარი  თემა
.ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები’’– როცა კონკრეტული პერსონაჟის სახელი ზოგადი მოვლენის სახელწოდებად იქცევა
სწავლების  საფეხური
საშუალო  - XII  კლასი
მოსწავლეთა  პროფილ
მასწავლებელი
20  მოსწავლე
 ნონა კაპანაძე
გაკვეთილის მნიშვნელობა  და აქტუალობა
 ნაწარმოების შინაარსის გაგება, მთავარი თემის, იდეის განსაზღვრა.წამოჭრილი მთავარი საკითხის განზოგადების, ზოგადსაკაცობრიო პრობლემად დანახვისა და შეფასების უნარის გამომუშავება
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
·         განსაზღვრავს ნაწარმოების კონცეპტუალურ იდეას;
·         ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;
·   ახასიათებს პერსონაჟებს (ადარებს და უპირისპირებს მათ ერთმანეთს); ქმნის პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონტექსტის მიხედვით (საქციელი, გადაწყვეტილება, მსჯელობა და . .); 
· განსაზღვრავს კონფლიქტის არსს და აანალიზებს პერსონაჟთა დამოკიდებულებას / მიმართებას ამ კონფლიქტთან;
·      აანალიზებს ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს (განწყობის, პერსონაჟთა სახეების შექმნა; ნაწარმოების სტილი და ენა; ლექსის რიტმი, რითმა და სხვადასხვა ენობრივი საშუალებები, რომლებიც ქმნიან მხატვრულ ეფექტებს) და მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეს საშუალებები ნაწარმოების ძირითად შინაარსს;
·         იყენებს ციტატებს ნაწარმოებიდან საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად;
·         ტექსტში ასახული პრობლემის ინტერპრეტაციისას ითვალისწინებს კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს (კულტურულ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ ასპექტებს);
·         ამოიცნობს და ახსნის ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას, რომლებიც დამახასიათებელია გარკვეული ისტორიული პერიოდისა და კულტურისათვისრაც განაპირობებს კონკრეტული პიროვნების სახეში ზოგადი მოვლენის წარმოჩენას.
·         წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობას, არჩევს მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ მასალასალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის შესაბამისადდა ..);
· განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
·         მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს (თავს არიდებს რთული კონსტრუქციის წინადადებებს; იყენებს მარტივი წყობის ნომინალურ წინადადებებს სქემატური აღწერისათვის, მოსალოდნელი შედეგების მკაფიოდ წარმოსადგენად);

წინასწარი  ცოდნა
  .ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“– ნაწარმოების ცოდნა

აქტივობა  1 
მონაწილეობს  მთელი  კლასი.
მასწავლებელი  სვამს  კითხვას..გავიხსენოთ    .ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“, რომელი პერიოდია ამ ნაწარმოებში გაცოცხლებული და რა მთავარი პრობლემაა წარმოდგენილი. რა იყო   ძირითადი  მახასიათებელი  ამ  ეპოქისათვის.   ,..მოსწავლეები  მასწავლებლის  მიერ  დარიგებულ   ფერად  ფურცლებზე  წერენ  ეპოქის  მახასიათებლებს, შემდეგ  რამდენიმე   მოსწავლეს  აკითხებს  ამ  მახასიათებლებს  .
აქტივობა  2  
წყვილებში  მუშაობა..
მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს დაახასიათონ მთავარი პერსონაჟები და გამოკვეთონ მათი ინდივიდუალური სახეები.ახსნან, რომელი პერსონაჟი იქცევს მათ ყურადღებას და რატომ?
აქტივობა  3  
ინდივიდუალური მუშაობა
ჩამოაყალიბონ საკუთარი დამოკიდებულება ნაწარმოებში დასმული პრობლემის მიმართ. გამოკვეთონ მთავარი პრობლემა. ახსნან რა შემთხვევაში იქცევა კონკრეტული პერსონაჟის სახელი ზოგადი მოვლენის სახელწოდებად.
  აქტივობა 4.
 დისკუსიის გამართვა
დისკუსიის დროს მოსწავლეები მსჯელობენ ნაწარმოებში მოცემული ,,ჯაყოობის“ , როგორც ზოგადი მოვლენის შესახებ.
კლასში გამართული  დისკუსიის  დროს  მასწავლებელი აკვირდება  და  ინიშნავს ყველაზე აქტიურ  მოსწავლეებს  და  მათვინც  ყველაზე  ადეკვატურ  პასუხს  სცემს  კითხვებს  და  არგუმენტულად  ასაბუთებს  თავის  აზრს მოცემული საკითხის მიმართ.
შეფასება და საშინაო დავალება 
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაავლონ პარალელი იმ ნაწარმოებებთან (ნაწარმოებთან), რომელშიც პერსონაჟის სახელი ზოგადი მოვლენის სახელწოდებადაა  მიჩნეული.
ვიყენებთ შეფასების  რუბრიკას, შესაძლებელია მოსწავლემ წარმოადგინოს ზეპირი ან წერილობითი პრეზენტაცია მოცემულ საკითხზე, გათვალისწინებული იქნება, რამდენად კარგად ფლობს მოსწავლე პრეზენტაციის,მსჯელობის, წერის და ..უნარებს.
წიგნი  .ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები’’,
ვიდემასალა:
 ქართული მხატვრული ფილმი.  .ფოტომასალა.





შ. ნიშნიანიძის " აფხაზური კანტანტა"


1. გაკვეთილის თემა
. ნიშნიანიძის " აფხაზური კანტანტა"
2. სწავლების საფეხური და კლასი
მე-2 საფეხური, VIII კლასი
3. ინტეგრირებული საგნები
საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა
ნონა კაპანაძე
საქართველოს ისტორია
ლელა ხვედელიძე
4. მოსწავლეთა რაოდენობა
26
5. განსაკუთრებული მიდგომის საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
0
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
სულიერ ფასეულობათა წარმოჩენა, პიროვნული ღირსების დაცვა, ჰუმანური იდეების გაღვიძება, თავისუფალი აზროვნების გამომუშავება
7. ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართული
VIII.I
კონკრეტული საკითხის დასმა. (ლექსში გადმოცემული ისტორიული მოვლენის შეფასება, რეალური, ყოფითი ფაქტის განხილვა)
VIII.II
მოსწავლე მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას.
VIII.III
ამოიცნობს და იყენებს მსჯელობისათვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს.
VIII.V
ამოიცნობს და განსაზღვრავს მნიშვნელოვან საკითხებს.
VIII.VIII
ამოიცნობს ავტორის მიერ გამოყენებულ ლექსიკას,დიალექტურ ფორმებს.
VIII.IX
პოულობს მსგავსება-განსხვავებას გარკვეული თემატიკის მიხედვით.
ფაქტებზე,სტატიკურ მონაცემებზე,სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას,წერილობით აყალიბებს მოსაზრებას.
ისტორია
VIII.I
აანალიზებს რუკებს და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებს
VIII.IV
აგროვებს ინფორმაციას (ლიტერატურა, ფოტოები, რუკები) და აღწერს თანამედროვე ქალაქს, მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს სქემის სახით
VIII.VII
შეისწავლის კონფლიქტის მიზეზებს განვითარებასა და შედეგებს
8. თანმიმდევრობა
ისტორია
აქტივობა 1.
მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას ისტორიული კუთხის, აფხაზეთის შესახებ;
აქტივობა 2.
ჯგუფური მუშაობა - თითოეული ჯგუფი მოიძიებს მასალებს ისტორიული აფხაზეთის სამეფოს შესახებ
ქართული ენა/ლიტერატურა
აქტივობა 1.(5 წთ)
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს მოიძიონ სიმღერაგამარჯობა,აფხაზეთო შენი!
აქტივობა 2. კითხვა-პასუხი. (5 წთ)
მასწავლებელი სვამს კითხვას:რა განცდა გეუფლებათ მუსიკის მოსმენისას? მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია იწერება დაფაზე.
აქტივობა 3. (5 წთ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ იმფორმაცია აფხაზეთის შესახებ. ისაუბრონ აფრხაზეთის ომზე.
აქთივობა 4 (10 წთ)
გაკვეთილის ძითადი ნაწილი ეთმობა ტექსტზე მუშობას . რიგდება ტექსტი, რომელიც 3 ნაწილადაა დაყოფილი. ყურადღება მახვილდება უცხო ლექსიკაზე.ბავშები მუშაობენ ჯერ ინდივიდუალურად,მერე წვილებში იმ სქემის მიხედვით,რომელსაც მასწავლებელი წარუდგენს.
აქტივობა 5. (5 წთ)
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს რომლის შემდეგ ხდება წყვილებიდან ერთ-ერთი წარმომადგენლის მოსაზრების პრეზენტაცია.
მოსწავლეთა პასუხებით შეივსება წინასწარ გამზადებული ცხრილი.
აქტივობა 6. დისკუსია.(7 წთ)
1. ლექსის მიხედვით აფხაზთა და ქართელთა შორის შესანიშნავი ურთიერთობა არსებობდა რატომ დაირღვა ეს იდილია , რა არის ამის მიზეზი?
2. თქვენი აზრით,როდის ახდება ფიქრადქცეული ოცნება ყრმობის ზღაპართან მიახლოებისას?
გაკვეთილის შეჯამება.(3 წთ)
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, შეახსენებს მოსწავლეებს რა გააკეთე, აღიშნავს და შეაქებს ლოგიკური აზროვნებით გამორჩეულ მოსწავლეებს.
შინ დავალებად აძლევს-შექმნან ესე- გამარჯობა აფხაზეთო შენი!
9. შეფასება
შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკით
10. საკლასო მენეჯმენტი - საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი,თაბახის ფურცლები, მარკერი.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.VIII კლასის სახელმძღვანელო.(.როდონაია), მე-8 კლასის საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის სახელმძღვანელო
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ინდიკატორები
ინდიკატორისშეფასება
მიღებული ქულა
პრეზენტაციის ვიზუალურინაწილი
მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება შინაარსს.
1 - 3
მოწესრიგებულია, ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს.
4 - 5
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია,ზოგადად, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
6 - 7
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს.
8 - 10
ორიგინალურობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები.
1 - 3
მინიმალურად ორიგინალური.
4 - 5
საკმარისად ორიგინალური.
6 - 7
მთლიანად ოროგონალური.
8 - 10
დავალებასთანშესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
1 - 3
მიყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს.
4 - 5
ყველა ინსტრუქციებს,თუმცა ზოგი შეუსაბამოა.
6 - 7
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული.
8 - 10
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული,ან მოთხოვნების უმარავლესობა არ არის გათვალისწინებული.
1 - 3
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი, გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა.
4 - 5
მიღწეულია გარკვეული მიზანი . მოთხოვნა,ზოგადად, გათვალისწინებულია.
6 - 7
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.
8 - 10
საბოლოო შეფასება ქულათა ჯამი გაყოფილი 4- ზე





სიყვარული და ტრაგიზმი-ტიციან ტაბიძელექსიანანურთან



გაკვეთილის
მთავარი თემა
სიყვარული და ტრაგიზმი-ტიციან ტაბიძელექსიანანურთან
საგანი/პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურანონა კაპანაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო/XII კლასი
მოსწავლეთა
 პროფილი
20 მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომებისსაჭიროების მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
           გაკვეთილი აქტუალურიარადგან ხელს უწყობსკვლევა-
        ძიებისთავისუფალი აზროვნების,უნივერსალური
        სახე-სიმბოლოების ამოცნობისა დაახსნის უნარ-ჩვევების განმტკიცებას.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
          ლექსის ანალიზის უნარ-ჩვევის განმტკიცება;
                       კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობისუნარის განმტკიცება;
                      პოეტური ლოგიკის სპეციფიურობის გააზრების უნარ-ჩვევის განვითარება;
                       კვლევა-ძიებისჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის                                 უნარ-ჩვევის განვითარება;

             
 ქართ. XII.8 .მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენისსხვადასხვა ასპექტების  გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
§     განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებში   მოვლენათა ავტორისეულსუბიექტურ დაობიექტურ ხედვას;
§     გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში.
§     გაიაზრებს პოეტური ლოგიკისსპეციფიურობას;
ქართ. XII.9 . მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოსრაგავლენას ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანიწამკითხველზე;
§     განსაზღვრავს ავტორის მიერშემოთავაზებულ სტილს.
ქართ. XII.13. მოსწავლეს შეუძლია მხატვრულინაწარმოების ანალიზის დაწერა.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
§     თავისუფლად ახერხებს მხატვრულიტექსტის ანალიზის ორგანიზება-სტრუქტურირებას;
§     აანალიზებს ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს;
წინარე ცოდნა
ტიციან ტაბიძის ბიოგრაფიაეპოქა,ლიტერეტურული მიმდინარეობა და რამდენიმელექსი.
შეფასების საგანი და პროცედურები
დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე ჯგუფურიმუშაობისა და პრეზენტაციის შეფასება.
გამოყენებული
 სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსი
 1. სახელმძღვანელო
2. ტიციან ტაბიძე-ქართველი მწერლები სკოლაში;
3. პორტრეტი  პოეტისა;
4. სურათები ანანურისა და „მოდი-ნახესისტორიული ძეგლებისა.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმებაკლასის ორგანიზება 2 წთ.

    გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა

     აქტივობა I _  გონებრივი იერიში - 5 წთ.


კითხვაპასუხის საშუალებით იხსენებენ პოეტის შემოქმედებსა და ლიტერატურულ მიმდინარეობას:
1.რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია ტიციან ტაბიძე?
2.ზოგადად ჩამოაყალიბეთ სიმბოლისტთა თეორიულდა კრიტიკულ ნააზრევში  გადმოცემული შეხედულებები.
3.რა არის სიმბოლო?
4.რომელი წლიდან დაიწყო საქართველოში სიმბოლიზმის ისტორია?
5.ვინ შედიოდა „ცისფერყანწელთა შემადგენლობაში?
6.რა იყო ქართველ სიმბოლისტთა წარმოსახვის საგანი?
7. ტიციან ტაბიძის პოეზიის რომელ თვისებაზე ამახვილებენ  ყურადღებას კრიტიკოსები?

  გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება

  აქტივობა   II _ მინი-ლექცია ელექტრონული პრეზენტაციით _ 5 წთ.

    მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზნებსლექსის შესახებ ვაწვდი მცირე ინფორმაციას მიწიერ ვნებათაგან განწმენდილ პოეტში თუ როგორ დაიბადა უჩვეულო  სიყვარულის წყურვილირომელიც მისი პოეზიის მუზა გახდარატრაგედია დატრიალდა და  სხვა.


     აქტივობა III    5 წთ.

    მოსწავლეებს   ვავალებ
    1. წაიკითხონ ლექსი და რუბრიკა-ეს საინტერესოა! (ინფორმაცია თამუნია წერეთლის შესახებ). 
აქტივობა IV ჯგუფური მუშაობა_ 15 წთ.
        კლასს ვყოფ ორ ჯგუფადპირველ ჯგუფს ვავალებ,  გააანალიზონ   ლექსის იდეური  მხარე თემაზესიყვარული და ტრაგიზმი.
                                                                              მეორე ჯგუფი მსჯელობს ლექსის მხატვრულ-   მომსახველობით საშუალებებზესახე-სიმბოლოების ამოცნობასა და ახსნაზე.





    გაკვეთილის C ფაზა-ცოდნის რეფლექსია

 აქტივობა V _ ჯგუფების პრეზენტაცია 10 წთ.
თითოეული ჯგუფი ახდენს პრეზენტაციას ჯგუფის ნამუშევრისა და გამოთქვამენ თავიან განსხვავებულ აზრს საკითხის შესახებ.
1.    შეფასება 3 წუთი
2.     საშინაო დავალება 2 წუთი
1.     ლექსი ზეპირად;
2.     წერითი დავალება:  ესე „სიყვარული და ტრაგიზმი“;

ტიციან ტაბიძის ლესები თამუნია წერეთლის შესახებ-გაცნობა.


გაკვეთილის მთავარი თემა
იაკობ  გოგებაშვილი,  ,,იავნანამ  რა  ჰქმნა?!“
სწავლების საფეხური

Vკლასი

მოსწავლეთა პროფილი

25მოსწავლე

გაკვეთილის მიზნები/შედეგები
ეროვნული სასწავლო გეგმიდან მისაღწევი შედეგები:
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
·         სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ

ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
·         ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
·         გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
მიზნის შებამისად ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) და მხატვრულ (განცდებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრის) სტილს;

ქართ.  V. 8.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
·         გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან;
·         განარჩევს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს;
·         განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
·         განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;

·         ქართ. V. 9. მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
·         ასახელებს ნაწარმოების თემას;

·         მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუთარ  პოზიციას;


შეფასების საგანი /პროცედურები
ჩართულობა, პრეზენტაცია

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, , კომპიუტერი, პროექტორითაბახის ფურცლები.

გაკვეთილის მსვლელობა

































შეფასება











აქტივობა 1 : მოსწავლეტა გამოწვევის მიზნით გაკვეთილის დასაწყისში ვაჩვენებ პრეზენტაციას “ იავნანამ რა ჰქმნა?!“ 
უნდა ამოიცნონ  ვინ არის გამოსახული და რა იციან იაკობის შესახებ.გავახსენებ ტექსტის შექმნის ისტორიას.
ტექსტის მიხედვით უნდა ამოიცნონ რა მონაკვეთია ფოტოზე ასახული და დაასათაურონ.{ მიხვდებიან , რომ დასათაურებული თავებით შედგემა ტექსტყია გეგმა).
გაიხსენონ, ნაწარმოებიდან რომელმა ადგილმა მოახდინა განსაკუტრებული შთაბეჭდილება და გადმოსცენ შინაარსი.
აქტივობა 2: კლასი წინასწარ იქნება 3 ჯგუფად დაყოფილი.
მთხრობელის შეცვლა
 ჯგუფებს ეძლევათ დაველება, შეცვალონ მთხრობელი და წარადგინონ პრეზენტაცია .
პირველი ჯგუფი–როგორ მოყვებოდა მოტაცებას ქეთოს გადია.
მეორე ჯგუფი–ნაიბის  პირით, როგორ მოხვდა ქეთო მათ იჯახში.
 მესამე ჯგუფი– „სიმღერის ძალა“, როგორ მოყვებოდა ქეთო ამბავს,
აქტივობა 4: „ცხელი სკამი“, გამოდის ერთი მოსწავლე ,ჯდება  წინასწარ გამზადებულ სკამზე და მოსწავლეები  ეკითხებიან.
მაგალითად , ქეთოს დედა პასუხობს შეკითხვებს
 რას ფიქრობთ ქეთოს დედობილ– მამობილზე?
 მართლა დააბრუნებდით ქეთოს დაღესტანში?
 როგორ ფიქრობთ, ვინ უფო უყვარს ქეთოს?
 დიდი ხანია მღერით? თქვენი საყვარელი სიმღერა.
დავსვამ კითხვას, ტექსტის მიხედვით რა არის ადამიანისთვის ბედნიერება? ჩამოაყალიბეთ ტექსტის თემა და იდეა.
აქტივობა 5:სიმულაციური წერილი
მუშაობენ ჯგუფებში და ქმნიან წერილებს.
 პირველი ჯგუფი–ზურაბი უგზავნის ნაიბს და იწვევს რთველში
მეორე ჯგუფი–მაგდანი ატყობინებს ნაიბის ცოლს ქეთოს გაბედნიერებას და იწვევს ქორწილში
მესამე ჯგუფი–ქეთო უგზავნის ნაიბის ცოლს სიყვარულით სავსე წერილს.
ჯგუფის პრეზენტატორები წაიკითხავენ წერილებს .
საშინაო დავალება:“ სიყვარული შობს სიყვარულს“
აქტივობა– „ინებეთ ბარათი“. მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს და შთაბეჭდილებებს წერენ ფერად ფურცლებზე.  აძლევენ მასწავლებელს სიტყვებით, ინებეთ ბარათი. მასწავლებელი   ბარათაბს აკრავს შათავეჭდილების ხეზე,

მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით
























Комментариев нет:

Отправить комментарий