понедельник, 8 сентября 2014 г.

14 აპრილი ქართული ენის დღე


პროექტის გეგმის პრეზენტაცია


ტრენინგის მესამე დღე

მესამე დღემ საინტერესოდ ჩაიარა, ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, საიტერესო იყო ელექტრონულ ფოსტაში მუშაიბა, რადგან  დოკუმენტების შენახვა ვისწავლე .გავეცანი მიმართულების მიმცემ კითხვებს.
ზოგადი კითხვა- რას ნიშნავს ჩემთვის ადამიანად ყოფნა?
თემატური კითხვა-შეუძლია თუ არა ეპოქას შეცვალოს ადამიანი?
შინაარსიბლივი-რა იყო ქართველი რომანტიკოსებისათვის დამახასიათებელი ნიშნები? რა მოტივები იყო რომანტიკოსთა შემომედებაში ძირითადი?  

вторник, 2 сентября 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

საინტერესო და  ნაყოფიერი იყო ტრენინგის მეორე დღე, პუბლიკაციებზე მუშაობა  კარგად გამომივიდა. იმედია პრაქტიაშიც დავნერგავ და კარგ  სასწავლო პროექტს შევქმნი.

понедельник, 1 сентября 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე.
  ველოდი ინტელის  ტრენინგის დაწყებას, რადგან ძალიან მაინტერესებდა ელექტრინული პორთფოლიოს შექმნის პრინციპი, ამიტომ  მიხარია დღეს რომ აქ ვარ. საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა,საერთოდ ნათიას ტრენინგები ძალიან მიყვარს და მეხალისება კიდეც მუშაობა. პირველი სამუშაო დღე დაიწყო ელექტრონული სახელმძღვანელოს გაცნობით, შევქმენით საკუთარი პორთფოლიო , რომელიც იმედია საინტერესოდ შეივსება.  საკუთარი ბლოგი მოვინახულე, შევუცვალე დიზაინი და ჩავწერე პირველი დღის რეფლექსია

среда, 18 ноября 2009 г.

სათავეებთან

პროექტის სახელი:სათავეებთან.

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მსოფლიო ხალხთა რწმენა-წარმოდგენების, მითების მოძიება და თავმოყრა.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან პირველყოფილი თემური და ადრინდელი საზოგადოებისათვის დამხასიათებელ წარმოდგენებს სამყაროს შექმნაზე, ეცნობიან უძველეს ხალხთა მსოფლმხედველობას. მითების დახმარებით მოსწავლეები იკვლევენ მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების წარმოქმნის ისტორიას, სხვადასხვა ქვეყნების ხალხთა ყოფა-ცხოვრებას, ადათ-წესებს. ეცნობიან მითოლოგიურ სიუჟეტებზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს.

მოსწავლეთა ასაკი: IX კლასი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ დამხმარე ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან მასალებს. დაამუშავებენ სხვადასხვა ჯგუფებში.ეცნობიან ხელოვანთა ბიოგრაფიებს,შეისწავლიან ამ თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

მოსალოდნელი შედეგების პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება მსოფლიო ხალხთა მითების გვერდი.გაკეთდება გალერეა, გაიმართება პრეზენტაცია.

სასარგებლო სხვებისთვის: მოძიებული მასალა დაეხმარება მოსწავლეებს გაიღრმაონ ცოდნა ისტორიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაშI. თავმოყრილი მასალა ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეთა ფართო წრისათვის და საშუალებას მისცემს მათ გამოიყენონ ეს მასალა სასწავლო მიზნებისათვის.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ლიტერტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ისტ. მასწავლებლები.

ლიტერატურა- მოსწვლეები ეცნობიან მითოსზე შექმნილ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს.

ხელოვნება- მოსწავლეები ეცნობიან მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას.

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება- ინტერნეტში მასლის მოძიება,ფოტოების ატვირთვა, პრეზენტაციის მომზადება.

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნონა კპანაძე

პროექტის ფსილიტატორის ელ.ფოსტა: nona.kapanadze@gmail.com